ისტორიული კონტექსტები და ხელოვანები

14 მარტი 2014
მხატვრული ინტერპრეტაციები ზოგჯერ იმდენად საინტერესოდ ვითარდება, მათი გამომწვევი ფაქტები ნაკლებად მნიშვნელოვნად მოჩანს. არტ რეაქტორის მეოთხე გადაცემა სწორედ ისტორიებისა და ფაქტების მხატვრულ წაკითხვას ეხება. სიუჟეტებში წარმოგიდგენთ გამოფენას, რომლის თავდაპირველი ინსპირაცია ასტრონავტების მოგზაურობიდან წამოვიდა, მოუსმენთ გერმანელ რეჟისორ-დოკუმენტალისტს, რომელიც საქართველოს რეალობას იკვლევს სხვადასხვა სოციალურ სივრცეებში და ქვეყნის მომავლის დანახვას ცდილობს; ასევე გაეცნობით მხატვრის ისტორიას, რომელმაც სხვა მხატვრებთან ერთად ისტორიული მემკვიდრეობის მხატვრული წაკითხვა აჩვენა და მოუსმენთ საუბარს ხელოვნებასა და იდეოლოგიაზე.
Art Review : მთვარის სალონი
ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ექსპოზიცია, რომლის კურატორი ეკა კურტანიძე იყო, ხოლო ინიციატორი - ჯეიდ დელინგერი. თანამედროვე ხელოვნებაში მუმუშავე ქართველმა არტისტებმა - კონსტანტინე მინდაძემ, მანუჩარ ოქროსცვარიძემ, როკო ირემაშვილმა პროექტ 'მთვარის მუზეუმის' იდეის მოპასუხე ნამუშევრები წარადგინეს. ნამუშევართა უმეტესობა ეხმაურება მინიმალისტური და კონცეპტუალური ხელოვნების გამოცდილებებს, - უფრო კონკრეტულად კი, - ონ კავარასეულ კონტექსტს დროის პირობითობასთან მიმართებაში და რიჩარდ სერას მასშტაბური მეტალის კონსტრუქციებით სივრცის დიფერენცირებას. ექსპოზიციამ ძალიან დახვეწილად წარმოადგინა ნამუშევრებისა და სივრცის ურთიერთობა.
Art ReView: ვოლგა - სალონი
Art Review: ვოლგა - სალონი ვოლგა - სალონი ქროსმედიური პროექტია, რომლის ცენტრული ღერძიც გერმანელი კინორეჟსორის - შტეფან ტოლცის დოკუმენტური კინოა. ფილმი - 'სრული სვლით დასავლეთისკენ' გვთავაზობს ბოლო წლების ქართული პოლიტიკური რეალობის რეტროსპექტივას. Road Movie-ს ფორმატში რეჟისორი ინარჩუნებს ობიექტურობას და გვთავაზობს განსხვავებულ მოსაზრებებს პოლიტიკოსებისაგან და პოლიტიკაზე. ფილმის და ფილმთან ასოცირებული აქტივობების შესახებ შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: volgasalon.ge
ლევან მინდიაშვილი ერთ-ერთი მონაწილე და ინიციატორია გამოფენისა „მემკვიდრეობა" (14.11.2013-24.11.013. თბილისი, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი), რომელმაც ისტორიისა და მეხსიერების არტისტული ხედვები წარმოადგინა. პერსონალურისა და საზოგადოებრივის გადაკვეთები ამ მხატვრის ინტერესის მუდმივი საგანია, რომელსაც ის სხვადასხვა ფორმატებით აჩვენებს, იქნება ეს ფერწერა, შერეული მედია თუ პერფორმანსი. ინტერვიუში ის საუბრობს თავის ბიოგრაფიაზე, ხედვასა და პროექტზე „მემკვიდრეობა."
Art ReView: ლევან მინდიაშვილი "მემკვიდრეობა"

არქივი

არტი და მედია

კულტურის ბლოკი საინფორმაციო გადაცემებში ხშირად არის კრიტიკის საგანი. მედიაში ხელოვნების გაშუქებას აკრიტიკებენ ხელოვანები, მხატვრული პროექტების ორგანიზატორები. ძალიან მცირეა ამ სფეროში მომუშავე კვალიფიციური ჟურნალისტების რიცხვი

ვრცლად

კულტურის პოლიტიკა

კულტურის პოლიტიკის განსაზღვრის აუცილებლობის შესახებ საუბარი დიდი ხანია გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით შედეგის გარეშე. პოსტ საბჭოთა მოცემულობის პირობებში საქართველოში არ მომხდარა კულტურის, როგორც სტრატეგიული რესურსის გააზრება, მოდერნიზაცია ერთგვარად ზედაპირულად ხდება. ქვეყნის უახლესი ისტორიის მანძილზე

ვრცლად

ქართული Art-ის ექსპორტი

ადგილობრივი არტის სხვა კონტექსტში წარდგენა კარგად გააზრებულ პრეზენტაციის ფორმას და კურატორულ გათვლებს ითხოვს. პასუხისმგებლობა იზრდება, როცა მიზანია საკუთარი ნამუშევრისა და პროექტის ჩვენებამ ზოგადად ქვეყნის კულტურის ხარისხი აჩვენოს და რაც მთავარია, განსხვავებული არტისტული სივრცეების ინტერესი გამოიწვიოს.

ვრცლად

ისტორიული კონტექსტები და ხელოვანები

მხატვრული ინტერპრეტაციები ზოგჯერ იმდენად საინტერესოდ ვითარდება, მათი გამომწვევი ფაქტები ნაკლებად მნიშვნელოვნად მოჩანს. არტ რეაქტორის მეოთხე გადაცემა სწორედ ისტორიებისა და ფაქტების მხატვრულ წაკითხვას ეხება. სიუჟეტებში წარმოგიდგენთ გამოფენას, რომლის თავდაპირველი ინსპირაცია ასტრონავტების მოგზაურობიდან წამოვიდა, მოუსმენთ გერმანელ რეჟისორ-დოკუმენტალისტს..

ვრცლად

ისტორიული კონტექსტები და ხელოვანები

გრაფიკული დიზაინის, ვიდეო არტის და კიდევ მრავალი სხვა მხატვრული მედიუმის შესაძლებლობები და მათთან დაკავშირებული ექსპერიმენტები ინტერესების ის სფეროა, რომელიც საერთოა ნინო ხუროშვილის, მაია სუმბაძის, ქართული ვიდეო არტის არქივის შემქნელი ჯგუფისა და იმ ახალგაზრდა არტისტებისთვის...

ვრცლად

ხელოვნება მოქმედებაში

არტისტული აქტივობით სოციუმში რეალური ცვლილებების მიღწევა ხშირად განიხილება როგორც უტოპიური თემა. რას ნიშნავს პირდაპირი მოქმედების ხელოვნება და როგორ მუშაობს ის ჩვენს რეალობაში? როგორია არტისტების კრიტიკული რეაქციები და პროტესტის რა ფორმებს ირჩევენ? - დათო კოროშინაძე და ნატუკა ვაწაძე საუბრობენ ქართული არტ აქტივიზმის მაგალითებსა და ადგილობრივი კონტექსტის სირთულეზე, აქტუალური ხელოვნების სტრატეგიებსა და პრაქტიკაზე...

ვრცლად

მედია ხელოვნება

ახალი მედიების ხელოვნება ტექნიკური პროგრესის შედეგია, რომელიც ისევე აღწევს ხელოვნებაში, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში. მისი კვლევა და შედეგიანადგამოყენება სპეციფიურ განათლებასა და კომპეტენციებს საჭიროებს. ციფრული და ანალოგური მედია...

ვრცლად

ქართული მხატვრობა - განვითარების ისტორია

ქართული მხატვრობა -განვითარების ისტორია / XVIII – XX საუკუნეები - 2013 წელს გამოსცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. წიგნი ხანგრძლივი და შრომატევადი კვლევის შედეგია და მოგვითხრობს ქართული დაზგური მხატვრობის განვითარების ისტორიას. პროექტის ავტორები - ხელოვნებათმცოდნეები მაია ციციშვილი და ნინო ჭოღოშვილი არტ რეაქტორის სტუდიაში საუბრობენ პროექტის ისტორიაზე, ფართო საზოგადოებისათვის...

ვრცლად