ავტორი:გიორგი მოზგოვოი

მედია ხელოვნება

20 ივლისი 2014

ახალი მედიების ხელოვნება ტექნიკური პროგრესის შედეგია, რომელიც ისევე აღწევს ხელოვნებაში, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში. მისი კვლევა და შედეგიანადგამოყენება სპეციფიურ განათლებასა და კომპეტენციებს საჭიროებს. ციფრული და ანალოგური მედია კომუნიკაციების თავისებურებების, სპეციფიური ტერმინებისა და სწავლების მეთოდოლოგიების შესახებ საუბრობს არტ-რეაქტორის თოქშოუს სტუმარი - დიანა მაღლაკელიძე, - თბილისსსა და ბერლინში მოღვაწე კინომცოდნე და მკვლევარი

Art Review:კოკა ვაშაკიძე

კოკა ვაშაკიძის ნამუშევრებისა და ზოგადი ინტერესების სფერო მედია კომუნიკაციების სივრცეა, სადაც პარადოქსიც ბევრია, მუდმივად მზარდი რაოდენობის შესაძლებლობებიცა და უცნაური ჰიბრიდებიც. მისი საუბარი არტ რეაქტორთან ბიოგრაფიული დეტალებიდან სახელოვნებო სივრცის პრობლემებზე, ინფორმაციის უსასრულო ნაკადსა და კონკრეტულ თემებზე გადადის: რისი ცოდნა შეიძლება გსურდეს და სად შეიძლება ის მიიღო, რა პირობებში შეიძლება არტისტული აქტივობა გაიზარდოს და რატომ არ შეიძლება ის განვითარდეს მიუხედავად შესაბამისი ველის თითქოსდა არსებობისა…

Art ReACTOR: გიორგი მოზგოვოი

გიორგი მოზგოვოი ახალგაზრდა ხელოვანია, რომლის კარიერაც MAF GROUP-ის გამოფენებზე წარმოდგენილი ფოტო ნამუშევრებით დაიწყო. მოგვიანებით ის სხვა მედიუმებითაც დაინტერესდა და უკვე რამდენიმე შთამბეჭდავი ინსტალაციის ავტორია, სადაც გრაფიკული და სკულპტურული ფორმების ურთიერთმიმართება ძალიან დახვეწილი ფორმით არის გამოვლენილი. ინტერვიუში ის საუბრობს არტისტული პროცესის, პასუხისმგებლობის, ტექნოლოგიებისა და არტ სფეროს სხვა წარმომადგენლებთან ურთიერთობის შესახებ.

არქივი

არტი და მედია

კულტურის ბლოკი საინფორმაციო გადაცემებში ხშირად არის კრიტიკის საგანი. მედიაში ხელოვნების გაშუქებას აკრიტიკებენ ხელოვანები, მხატვრული პროექტების ორგანიზატორები. ძალიან მცირეა ამ სფეროში მომუშავე კვალიფიციური ჟურნალისტების რიცხვი

ვრცლად

კულტურის პოლიტიკა

კულტურის პოლიტიკის განსაზღვრის აუცილებლობის შესახებ საუბარი დიდი ხანია გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით შედეგის გარეშე. პოსტ საბჭოთა მოცემულობის პირობებში საქართველოში არ მომხდარა კულტურის, როგორც სტრატეგიული რესურსის გააზრება, მოდერნიზაცია ერთგვარად ზედაპირულად ხდება. ქვეყნის უახლესი ისტორიის მანძილზე

ვრცლად

ქართული Art-ის ექსპორტი

ადგილობრივი არტის სხვა კონტექსტში წარდგენა კარგად გააზრებულ პრეზენტაციის ფორმას და კურატორულ გათვლებს ითხოვს. პასუხისმგებლობა იზრდება, როცა მიზანია საკუთარი ნამუშევრისა და პროექტის ჩვენებამ ზოგადად ქვეყნის კულტურის ხარისხი აჩვენოს და რაც მთავარია, განსხვავებული არტისტული სივრცეების ინტერესი გამოიწვიოს.

ვრცლად

ისტორიული კონტექსტები და ხელოვანები

მხატვრული ინტერპრეტაციები ზოგჯერ იმდენად საინტერესოდ ვითარდება, მათი გამომწვევი ფაქტები ნაკლებად მნიშვნელოვნად მოჩანს. არტ რეაქტორის მეოთხე გადაცემა სწორედ ისტორიებისა და ფაქტების მხატვრულ წაკითხვას ეხება. სიუჟეტებში წარმოგიდგენთ გამოფენას, რომლის თავდაპირველი ინსპირაცია ასტრონავტების მოგზაურობიდან წამოვიდა, მოუსმენთ გერმანელ რეჟისორ-დოკუმენტალისტს..

ვრცლად

ისტორიული კონტექსტები და ხელოვანები

გრაფიკული დიზაინის, ვიდეო არტის და კიდევ მრავალი სხვა მხატვრული მედიუმის შესაძლებლობები და მათთან დაკავშირებული ექსპერიმენტები ინტერესების ის სფეროა, რომელიც საერთოა ნინო ხუროშვილის, მაია სუმბაძის, ქართული ვიდეო არტის არქივის შემქნელი ჯგუფისა და იმ ახალგაზრდა არტისტებისთვის...

ვრცლად

ხელოვნება მოქმედებაში

არტისტული აქტივობით სოციუმში რეალური ცვლილებების მიღწევა ხშირად განიხილება როგორც უტოპიური თემა. რას ნიშნავს პირდაპირი მოქმედების ხელოვნება და როგორ მუშაობს ის ჩვენს რეალობაში? როგორია არტისტების კრიტიკული რეაქციები და პროტესტის რა ფორმებს ირჩევენ? - დათო კოროშინაძე და ნატუკა ვაწაძე საუბრობენ ქართული არტ აქტივიზმის მაგალითებსა და ადგილობრივი კონტექსტის სირთულეზე, აქტუალური ხელოვნების სტრატეგიებსა და პრაქტიკაზე...

ვრცლად