ისტორიული კონტექსტები და ხელოვანები

5 მარტი 2014
გრაფიკული დიზაინის, ვიდეო არტის და კიდევ მრავალი სხვა მხატვრული მედიუმის შესაძლებლობები და მათთან დაკავშირებული ექსპერიმენტები ინტერესების ის სფეროა, რომელიც საერთოა ნინო ხუროშვილის, მაია სუმბაძის, ქართული ვიდეო არტის არქივის შემქნელი ჯგუფისა და იმ ახალგაზრდა არტისტებისთვის, ვინც მწერალთა სახლში ვიზუალური ნამუშევრები შეიტანა. ზოგადისა და ინდივიდუალურის გადაკვეთებზე აღმოცენებული ფორმები, სივრცესთან ურთიერთობა და დროის შერძნება ზოგჯერ თვითონ ხელოვანებისთვის მოულოდნელ გამოცდილებებს გვთავაზობენ.
Art Review : მაია სუმბაძე
მაია სუმბაძე - თანამედროვე ქართული არტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეა, რომელიც ჯგუფი „გოსლაბის" მულტიმედიური პროექტებიდან გაიცნო აუდიტორიამ. მისი დახვეწილი, პლასტიური ხაზის მრავალფეროვანი შესაძლებლობებით აგებული გრაფიკული ნამუშევრები მგრძნობელობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. საკუთარ სამუშაო სივრცეში ის საუბრობს თავის შემოქმედებაზე, „გოსლაბის" ისტორიაზე, თანამედროვე ქართული არტის პრობლემებზე.
Art ReView: ნინო ხუროშვილი
ნინო ხუროშვილი წიგნის დიზაინის ალტერნატიულ ვერსიებს ქმნის და სურათებად აქცევს უცნაური და რთული კონსტრუქციის სიტყვების შინაარსებს. არტ რეაქტორის რეპორტაჟში ის საუბრობს თავის პროექტზე - ფოლკლორიდან, ქუჩური და ყოველდღიური სლენგიდან აღებული სიტყვებისა და გამოთქმების დასურათებულ ლექსიკონებზე.
საინტერესო გამოწვევად იქცა მწერალთა სახლის კლასიკურ ინერტიერში თანამედროვე ხელოვნების შეტანა. გამოფენისთვის შერჩეულ ნამუშევრებში ვხვდებით განსხვავებულ ხედვებს, ნამუშევრები შესრულებულია სხვადასხვა მედიებში. თუმცა მათ აერთიანებთ კონტრასტულობა, რომელსაც ქმნიან საექსპოზიციო სივცესთან და მის კონტექსტთან. ნამუშევრების უმრავლესობა ასახავს ტრანსცენდენტულისკენ სვლას, მის ძიებას და აღმოჩენისკენ ლტოლვას. ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი აჩვენებს ახალგაზრდების შინაგან, ინტიმურ სამყაროს, მათ დამოკიდებულებას სოციალური გარემოს მიმართ.
Art ReView: THE VERY PLACE AND ITS OUTBREAK

არქივი

არტი და მედია

კულტურის ბლოკი საინფორმაციო გადაცემებში ხშირად არის კრიტიკის საგანი. მედიაში ხელოვნების გაშუქებას აკრიტიკებენ ხელოვანები, მხატვრული პროექტების ორგანიზატორები. ძალიან მცირეა ამ სფეროში მომუშავე კვალიფიციური ჟურნალისტების რიცხვი

ვრცლად

კულტურის პოლიტიკა

კულტურის პოლიტიკის განსაზღვრის აუცილებლობის შესახებ საუბარი დიდი ხანია გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით შედეგის გარეშე. პოსტ საბჭოთა მოცემულობის პირობებში საქართველოში არ მომხდარა კულტურის, როგორც სტრატეგიული რესურსის გააზრება, მოდერნიზაცია ერთგვარად ზედაპირულად ხდება. ქვეყნის უახლესი ისტორიის მანძილზე

ვრცლად

ქართული Art-ის ექსპორტი

ადგილობრივი არტის სხვა კონტექსტში წარდგენა კარგად გააზრებულ პრეზენტაციის ფორმას და კურატორულ გათვლებს ითხოვს. პასუხისმგებლობა იზრდება, როცა მიზანია საკუთარი ნამუშევრისა და პროექტის ჩვენებამ ზოგადად ქვეყნის კულტურის ხარისხი აჩვენოს და რაც მთავარია, განსხვავებული არტისტული სივრცეების ინტერესი გამოიწვიოს.

ვრცლად

ისტორიული კონტექსტები და ხელოვანები

მხატვრული ინტერპრეტაციები ზოგჯერ იმდენად საინტერესოდ ვითარდება, მათი გამომწვევი ფაქტები ნაკლებად მნიშვნელოვნად მოჩანს. არტ რეაქტორის მეოთხე გადაცემა სწორედ ისტორიებისა და ფაქტების მხატვრულ წაკითხვას ეხება. სიუჟეტებში წარმოგიდგენთ გამოფენას, რომლის თავდაპირველი ინსპირაცია ასტრონავტების მოგზაურობიდან წამოვიდა, მოუსმენთ გერმანელ რეჟისორ-დოკუმენტალისტს..

ვრცლად

ისტორიული კონტექსტები და ხელოვანები

გრაფიკული დიზაინის, ვიდეო არტის და კიდევ მრავალი სხვა მხატვრული მედიუმის შესაძლებლობები და მათთან დაკავშირებული ექსპერიმენტები ინტერესების ის სფეროა, რომელიც საერთოა ნინო ხუროშვილის, მაია სუმბაძის, ქართული ვიდეო არტის არქივის შემქნელი ჯგუფისა და იმ ახალგაზრდა არტისტებისთვის...

ვრცლად

ხელოვნება მოქმედებაში

არტისტული აქტივობით სოციუმში რეალური ცვლილებების მიღწევა ხშირად განიხილება როგორც უტოპიური თემა. რას ნიშნავს პირდაპირი მოქმედების ხელოვნება და როგორ მუშაობს ის ჩვენს რეალობაში? როგორია არტისტების კრიტიკული რეაქციები და პროტესტის რა ფორმებს ირჩევენ? - დათო კოროშინაძე და ნატუკა ვაწაძე საუბრობენ ქართული არტ აქტივიზმის მაგალითებსა და ადგილობრივი კონტექსტის სირთულეზე, აქტუალური ხელოვნების სტრატეგიებსა და პრაქტიკაზე...

ვრცლად

მედია ხელოვნება

ახალი მედიების ხელოვნება ტექნიკური პროგრესის შედეგია, რომელიც ისევე აღწევს ხელოვნებაში, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში. მისი კვლევა და შედეგიანადგამოყენება სპეციფიურ განათლებასა და კომპეტენციებს საჭიროებს. ციფრული და ანალოგური მედია...

ვრცლად

ქართული მხატვრობა - განვითარების ისტორია

ქართული მხატვრობა -განვითარების ისტორია / XVIII – XX საუკუნეები - 2013 წელს გამოსცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. წიგნი ხანგრძლივი და შრომატევადი კვლევის შედეგია და მოგვითხრობს ქართული დაზგური მხატვრობის განვითარების ისტორიას. პროექტის ავტორები - ხელოვნებათმცოდნეები მაია ციციშვილი და ნინო ჭოღოშვილი არტ რეაქტორის სტუდიაში საუბრობენ პროექტის ისტორიაზე, ფართო საზოგადოებისათვის...

ვრცლად