ავტორი: კოტე ჯინჭარაძე

ხელოვნება მოქმედებაში

20 ივნისი 2014 არტისტული აქტივობით სოციუმში რეალური ცვლილებების მიღწევა ხშირად განიხილება როგორც უტოპიური თემა. რას ნიშნავს პირდაპირი მოქმედების ხელოვნება და როგორ მუშაობს ის ჩვენს რეალობაში? როგორია არტისტების კრიტიკული რეაქციები და პროტესტის რა ფორმებს ირჩევენ? - დათო კოროშინაძე და ნატუკა ვაწაძე საუბრობენ ქართული არტ აქტივიზმის მაგალითებსა და ადგილობრივი კონტექსტის სირთულეზე, აქტუალური ხელოვნების სტრატეგიებსა და პრაქტიკაზე.
ReActor : Re:Museum
თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში მიმდინარე ცვლილებების ერთ-ერთი აქტუალური თემა ისეთი აკადემიური ინსტიტუციის ბედია, როგორიცაა მუზეუმი და მისი ტრანსფორმაცია დღევანდელ სამყაროში. რა ფუნქციები შეიძლება შეასრულოს დღეს მუზეუმმა, როგორი განახლება უნდა განიცადოს, რომ არ დაკარგოს აუდიტორია? მუზეუმის იდეის არტისტული გააზრება ერთგვარი პასუხის სახით წარმოადგინეს გამოფენის - Re:Museum -ის კურატორებმა და მონაწილეებმა ეროვნულ.
ReActor : კოტე ჯინჭარაძე
კოტე ჯინჭარაძე რთული და მასშტაბური ინსტალაციების ავტორია და პერიოდულად განსხვავებულ ფორმატებსაც მიმართავს. კრიტიკულად გააზრებული პრობლემები მის არტში ზოგჯერ განყენებულია და ადამიანი-სამყაროს ურთიერთობებს ეხება, ზოგჯერ კი ზედმიწევნით კონკრეტული და ყოველდღიურ რეალობას უკავშირდება. მისი პერფორმანსი-აქცია დუმილი თანხმობის ნიშანია („ოფიციალური მოლაპარაკებები“ თევზებთან) რამდენიმე ქალაქში განხორციელდა და მეტაფორულად აღნიშნავდა ბიუროკრატიული ინსტიტუციების ფორმალიზმსა და არაეფექტურობას. მისივე ინიციატივა იყო აქცია „წყლის ნაყვა“, - საპროტესტო გამოსვლა სახელმწიფო ინსტიტუციების უმოქმედობისა და ჩაკეტილობის წინააღმდეგ.

არქივი

არტი და მედია

კულტურის ბლოკი საინფორმაციო გადაცემებში ხშირად არის კრიტიკის საგანი. მედიაში ხელოვნების გაშუქებას აკრიტიკებენ ხელოვანები, მხატვრული პროექტების ორგანიზატორები. ძალიან მცირეა ამ სფეროში მომუშავე კვალიფიციური ჟურნალისტების რიცხვი

ვრცლად

კულტურის პოლიტიკა

კულტურის პოლიტიკის განსაზღვრის აუცილებლობის შესახებ საუბარი დიდი ხანია გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით შედეგის გარეშე. პოსტ საბჭოთა მოცემულობის პირობებში საქართველოში არ მომხდარა კულტურის, როგორც სტრატეგიული რესურსის გააზრება, მოდერნიზაცია ერთგვარად ზედაპირულად ხდება. ქვეყნის უახლესი ისტორიის მანძილზე

ვრცლად

ქართული Art-ის ექსპორტი

ადგილობრივი არტის სხვა კონტექსტში წარდგენა კარგად გააზრებულ პრეზენტაციის ფორმას და კურატორულ გათვლებს ითხოვს. პასუხისმგებლობა იზრდება, როცა მიზანია საკუთარი ნამუშევრისა და პროექტის ჩვენებამ ზოგადად ქვეყნის კულტურის ხარისხი აჩვენოს და რაც მთავარია, განსხვავებული არტისტული სივრცეების ინტერესი გამოიწვიოს.

ვრცლად

ისტორიული კონტექსტები და ხელოვანები

მხატვრული ინტერპრეტაციები ზოგჯერ იმდენად საინტერესოდ ვითარდება, მათი გამომწვევი ფაქტები ნაკლებად მნიშვნელოვნად მოჩანს. არტ რეაქტორის მეოთხე გადაცემა სწორედ ისტორიებისა და ფაქტების მხატვრულ წაკითხვას ეხება. სიუჟეტებში წარმოგიდგენთ გამოფენას, რომლის თავდაპირველი ინსპირაცია ასტრონავტების მოგზაურობიდან წამოვიდა, მოუსმენთ გერმანელ რეჟისორ-დოკუმენტალისტს..

ვრცლად

ისტორიული კონტექსტები და ხელოვანები

გრაფიკული დიზაინის, ვიდეო არტის და კიდევ მრავალი სხვა მხატვრული მედიუმის შესაძლებლობები და მათთან დაკავშირებული ექსპერიმენტები ინტერესების ის სფეროა, რომელიც საერთოა ნინო ხუროშვილის, მაია სუმბაძის, ქართული ვიდეო არტის არქივის შემქნელი ჯგუფისა და იმ ახალგაზრდა არტისტებისთვის...

ვრცლად

ხელოვნება მოქმედებაში

არტისტული აქტივობით სოციუმში რეალური ცვლილებების მიღწევა ხშირად განიხილება როგორც უტოპიური თემა. რას ნიშნავს პირდაპირი მოქმედების ხელოვნება და როგორ მუშაობს ის ჩვენს რეალობაში? როგორია არტისტების კრიტიკული რეაქციები და პროტესტის რა ფორმებს ირჩევენ? - დათო კოროშინაძე და ნატუკა ვაწაძე საუბრობენ ქართული არტ აქტივიზმის მაგალითებსა და ადგილობრივი კონტექსტის სირთულეზე, აქტუალური ხელოვნების სტრატეგიებსა და პრაქტიკაზე...

ვრცლად

მედია ხელოვნება

ახალი მედიების ხელოვნება ტექნიკური პროგრესის შედეგია, რომელიც ისევე აღწევს ხელოვნებაში, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში. მისი კვლევა და შედეგიანადგამოყენება სპეციფიურ განათლებასა და კომპეტენციებს საჭიროებს. ციფრული და ანალოგური მედია...

ვრცლად

ქართული მხატვრობა - განვითარების ისტორია

ქართული მხატვრობა -განვითარების ისტორია / XVIII – XX საუკუნეები - 2013 წელს გამოსცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. წიგნი ხანგრძლივი და შრომატევადი კვლევის შედეგია და მოგვითხრობს ქართული დაზგური მხატვრობის განვითარების ისტორიას. პროექტის ავტორები - ხელოვნებათმცოდნეები მაია ციციშვილი და ნინო ჭოღოშვილი არტ რეაქტორის სტუდიაში საუბრობენ პროექტის ისტორიაზე, ფართო საზოგადოებისათვის...

ვრცლად