Smaller Default Larger

მარტოხელა დედები

 “მარტოხელა დედები" საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციასთან თანამშრომლობით განხორციელდა. პროექტი მარტოხელა დედების პრობლემებს წარმოაჩენს, რომელთა შვილებსაც ფსიქიკური პრობელემები აწუხებთ. 

საქართველოში არ არსებობს მარტოხელა დედების ზუსტი და სრულფასოვანი სტატისტიკა; მათთვის სპეციალური სოციალური დახმარების სისტემა გაუქმებულია. მარტოხელა დედები ვერ სარგებლობენ შეღავათებით სახელმწიფოსა და დამსაქმებლების მხრიდან. ხშირ შემთხვევაში ისინი საერთოდ ვერ ხვდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მიღებული ფულადი შემწეობები კი, საარსებო მინიმუმსაც ვერ უტოლდება.

ფსიქიკური პრობლემების მქონე შვილების მშობლების მთავარი კითხვაა: რა მოხდება მას შემდეგ, რაც თავად აღარ იქნებიან ამ ქვეყანაზე, ვინ მოუვლის მათ შვილებს.  

პროექტზე მუშაობდნენ ჟურნალისტები: ელენე ჩაჩავა, ჰასმიკ ჰაირაპეტიან, ნატა ბიწაძე, სონა სიმონიან, თამთა თვალავაძე, თეონა გოდერძიშვილი, თიკა კერესელიძე, გიორგი ფარქოსაძე, თიკო გადელია. 

კურატორი: თიკო ცომაია. 

 “მარტოხელა დედები" საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციასთან თანამშრომლობით განხორციელდა. პროექტი მარტოხელა დედების პრობლემებს წარმოაჩენს, რომელთა შვილებსაც ფსიქიკური პრობელემები აწუხებთ. 

საქართველოში არ არსებობს მარტოხელა დედების ზუსტი და სრულფასოვანი სტატისტიკა; მათთვის სპეციალური სოციალური დახმარების სისტემა გაუქმებულია. მარტოხელა დედები ვერ სარგებლობენ შეღავათებით სახელმწიფოსა და დამსაქმებლების მხრიდან. ხშირ შემთხვევაში ისინი საერთოდ ვერ ხვდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მიღებული ფულადი შემწეობები კი, საარსებო მინიმუმსაც ვერ უტოლდება.

ფსიქიკური პრობლემების მქონე შვილების მშობლების მთავარი კითხვაა: რა მოხდება მას შემდეგ, რაც თავად აღარ იქნებიან ამ ქვეყანაზე, ვინ მოუვლის მათ შვილებს.  

პროექტზე მუშაობდნენ ჟურნალისტები: ელენე ჩაჩავა, ჰასმიკ ჰაირაპეტიან, ნატა ბიწაძე, სონა სიმონიან, თამთა თვალავაძე, თეონა გოდერძიშვილი, თიკა კერესელიძე, გიორგი ფარქოსაძე, თიკო გადელია. 

კურატორი: თიკო ცომაია. 

ლალი კობაიძე

ავტორი: თიკო გადელია

ოცდაათი წელია მარტოხელა დედაა. 75 წლის ლალი კობაიძეს ორი შვილი ჰყავს. უფროსს, 46 წლის თემურს ეპილეფსიური ფსიქოზის დიაგნოზი აქვს. დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლია. დედა ამბობს, რომ შვილის გვერდით არის და მისი მდგომარეობის შემსუბუქებას ცდილობს. „ქმარიც რომ აღარ მყავდა, აღარსად აღარ ვუშვებდი, მივიწეპე. უჭირს ურთიერთობები. ეხლა ვნანობ. მალე წყინს, მალე ტკივა და როცა ჩემთან არის, უფრო ვარიდებ ამ ყველაფერს“,- ამბობს ლალი.

თემური 13 წლის იყო, სკოლაში რომ დაეცა და ტვინის შერყევა მიიღო. ამ შემთხვევიდან ერთი წლის შემდეგ, პირველად დაკარგა გონება კინოთეატრში. მოგვიანებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

1982 წელს ლალის მეუღლე დაეღუპა. მაშინ თემური 14 წლის იყო. დედა ამბობს, რომ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამხედრო სამსახურმა კიდევ უფრო დაამძიმა. ამ დროს მეორე ჯგუფის ინვალიდის სტატუსი ჰქონდა, მაგრამ 1986 წელს ჯარში მაინც გაიწვიეს. თემურმა ორი წელი იმსახურა. შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გეოლოგიურ ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.

დედა ამბობს, რომ ამჟამად შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, მუდმივად წამლების ზემოქმედების ქვეშ არის, უჭირს ადამიანებთან კომუნიკაცია, მოწყვეტილია გარე სამყაროს. თუმცა მას რაიმე სახის სპეციალური მკურნალობა არ ესაჭიროება. წამლები, რომლებსაც თემური იღებს, ამ ეტაპზე საკმარისია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურობისთვის.

ლალი კობაიძე მათემატიკოსია. 1995 წლამდე ეკონომიკის სამინისტროს გამოთვლით ცენტრში მუშაობდა, შემდეგ კი პენსიაზე გავიდა. მისი მეორე შვილი გათხოვილია, ოჯახთან ერთად ცალკე ცხოვრობს. კობაიძის შემოსავალი მხოლოდ პენსიაა. მას მატერიალურად და ეხმარება.

 

მარინა დვალიშვილი

ავტორები: თიკა კერესელიძე, გიორგი ფარქოსაძე

მარინა დვალიშვილი, 54, მარტოხელა დედაა, რომელიც 33 წლის შიზოფრენიით დაავადებულ ქალიშვილს, მაია ზირაქიშვილს 9 წელია მეუღლის დახმარების გარეშე უვლის. ქმარს მანამდე გაშორდა სანამ შვილს შიზოფრენიის დიაგნოზს დაუსვამდნენ. “ქმარი არ გვეხმარება. ის კიარა, წლებია არ გვინახავს,” - ამბობს დვალიშვილი. დედის თქმით შვილი თავიდანვე უცნაური ხასიათითა და გადამეტებული ჟინიანობით გამოირჩეოდა.

2005 წელს ზირაქიშვილი სამატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების დიზაინის ფაკულტეტს ამთავრებდა, როცა პირველი შეტევა დაემართა. საავადმყოფოში წაიყვანეს და შიზოფრენიის დიაგნოზიც მაშინ დაუსვეს.

“ძნელია როცა გასაჭირი უცაბედად დაგატყდება თავს,” ამბობს დვალიშვილი. იგი უკვე 9 წელია ავადმყოფი შვილის ცხოვრებით ცხოვრობს, რომელიც მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს.

დვალიშვილი ამბობს, რომ შემოტევების დროს (რომელიც შესაძლოა 3-4 თვე გაგრძელდეს) პაციენტი აგრესიული და საშიშია. ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა, 2-ჯერ დედის მოკლვაც სცადა. აკვიატებული აზრები აქვს: ჰგონია რომ შვილები ჰყავდა და გაუყიდეს. არ ემორჩილება მკურნალობას, უარს ამბობს წამლების მიღებაზე. აქვს გაუკუღმართებული მადა: შეიძლება 2 დღის სადილი ერთ ჭამაზე მიირთვას.

შემოსავალი სოციალური დახმარების და ავადმყოფის პენსიისგან შედგება, რაც საკვების შეძენისა და კომუნალური ხარჯების დასაფარადაც არ არის საკმარისი.

დედის თქმით, პაციენტი ახლა სტაბილურია, 2013 წლის ნოემბრიდან სტაციონარში არ გადაუყვანიათ. ადრე საავადმყოფოში ცუდი პირობები იყო: “რამდენჯერაც მიიყვანეს, სახლში ტილებით დაბრუნდა. დღეს ამ მხრივ უკეთესობაა. ქავთარაძეზე ახალი საავადმყოფო ააშენეს და სამედიცინო დახმარებას, უფასო მედიკამენტების სახით, ყოველთვიურად ვიღებთ”.

დვალიშვილი ამბობს, რომ შვილების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო რამდენიმე მისმა ახლობელმა მშობელმა სიცოხცლე თვითკმკვლელობით დაასრულა. მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში პაციენტებს რეგიონებში, სრულიად გაუსაძლის და მათი ჯანმრთელობისთვის შეუფერებელ პირობებში გზავნიან.

 

 

  • _HAS2332
  • _HAS2344
  • _HAS2345
  • _HAS2351
  • _HAS2352

Simple Image Gallery Extended

ნათელა ბახტაძე

ავტორი: ელენე ჩაჩავა

ნათელა ბახტაძის შვილი (თორნიკე ტალალაშვილი) უკვე 17 წელია ავადაა. დაავადება ქრონიკულად მიმდინარეობს. დიაგნოზი ჰალუცინატორული შიზოფრენიაა. ავადმყოფობა 16 წლის ასაკში გამოვლინდა. თორნიკეს საავადმყოფოში დაწოლა დაუგვიანდა და ამიტომაც მდგომარეობა გართულდა. თავად თორნიკე ფიქრობს, რომ ჯანმრთელია და წამლებს არ ღებულობს. დაავადების გამწვავების გამო, წელიწადში რამდენჯერმე წვებოდა საავადმყოფოში.

2014 წლის იანვრიდან თორნიკე ალტერნატიული სათემო მომსახურებას იღებს. პროგრამაში ჩართვამ დედა-შვილს შვება მიჰგვვარა. ექიმებისაგან და სოციალური მუშაკებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი დედა-შვილს მდგომარეობის გაცნობიერებაში დაეხმარა, იკლო ჰოსპიტალიზაციის სიხშირემ. შარშან ბახტაძემ იშემიური ინსულტი გადაიტანა. ამ პერიოდში თორნიკე კლინიკაში დააწვინეს. ახლა კვლავ სახლშია და ისევ უარზეა მიიღოს მედიკამენტები. თუმცა, ჯგუფური ფსიქოთერაპიული სეანსების შედეგად დედასა და შვილს შორის ურთიერთობა მეტ-ნაკლებად მოწესრიგდა. ავადმყოფი აგრესიასაც ნაკლებად ამჟღავნებს.

“თორნიკეს სოციუმთან ურთიერთობა უჭირს. შიზოფრენიას აუტისტური აშლილობაც ემატება. მას გამუდმებული შიში აქვს თავდასხმის და გარეთ საერთოდ არ გადის”, აღნიშნავს დედა. ბახტაძე წუხს, რომ საზოგადოება არ არის ინფორმირებული შიზოფრენიის შესახებ. ადამიანები თანაუგრძნობენ, მაგრამ არ იციან როგორ მოეპყრან შიზოფრენიით დაავადებულებს. ოჯახიც იზოლირებულია, მათ იშვიათად სტუმრობენ.

ბახტაძეს აწუხებს, რომ საქართველოში სამოძღვრო თერაპია და ფსიქოთერაპია ერთმანეთისგან გამიჯნულია: “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე დახმარება ერთდროულად მიეწოდებოდეს დაავადებულს”. პრობლემაა მოძღვრების საკითხში გათვითცნობიერების დონე: “ზოგი მოძღვარი არ ერევა ექიმის კომპეტენციაში, მაგრამ ზოგი თვლის, რომ ავადმყოფმა არ უნდა მიიღოს მედიკამენტები”.

ბახტაძის თქმით, მძიმეა ის სოციალური ფონიც რომლის პირობებშიც ფსიქიკური პრობლემების მქონე ოჯახებს უწევთ ყოფნა. მარტოდ დარჩენილი მშობლისათვის განსაკუთრებით რთულია პენსიის იმედად ყოფნა. ოჯახის შემოსავალი დედისა და შვილის პენსიაა - სულ 300 ლარი. თანხის უმეტესი ნაწილი გადასახადებში მიდის. დედა ვერ ახერხებს მუშაობას, რადგან მის შვილი მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს.

თორნიკეს კეთილი ადამიანებიც ეხმარებიან დრო და დრო, თუმცა სისტემატურად ესეც ვერ ხერხდება, ამბობს ბახტაძე.

ოჯახის მცირე შემოსავალი მხოლოდ დაბალხარისხიანი მედიკამენტების შეძენის საშუალებას იძლევა.

ბახტაძის თქმით, დაავადებას მძიმე გამოვლინება ახასიათებს. გამწვავება ნებისმიერ დროსაა შეძლებელი. მშობელს უჭირს პრობლემებთან მარტო გამკლავება. ბახტაძე ამბობს, რომ მისმა ორმა ნაცნობმა თავი მოიკლა, რადგან ვერ გაუძლო ტანჯვას.

“სანამ დედა ცოცხალი იყო, მეხმარებოდა შვილის მოვლაში, ახლა კი ეკლესიას ვაფარებთ თავს, იქ ძალას ვიკრებთ. გაცნობირებული აქვს, რომ თორნიკეს მოვლა მისი ჯვარია და თვითონ უნდა ზიდოს. თუმცა იმდენად მძიმეა, რომ ნატრობს ვინმე შეეხიდოს.

“გამუდმებით ვფიქრობს იმაზე, რომ აღარ ვიქნები, თორნიკე რა მდგომარეობაში აღმოჩნდება. არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მის მოვლას უზრუნველყოფს. არ არსებობს თავშეფარიც. არ მაქვს ნათესავების იმედი”.

 

  • _HAS2093
  • _HAS2095
  • _HAS2108
  • _HAS2110
  • _HAS2123
  • _HAS2162
  • _HAS2170
  • _HAS2185
  • _HAS2202
  • _HAS2215
  • _HAS2216

Simple Image Gallery Extended

ნათელა ქვარცხავა

ავტორები: თამთა თვალავაძე, თეონა გოდერძიშვილი

68 წლის ნათელა ქვარცხავა დევნილია აფზახეთიდან, სოფელ სალხინოდან. აფხაზეთის ომის (1992-1993 წლები) შემდეგ სხვა დევნილებთან ერთად ვაჟა-ფშაველას გამზირზე #42-ში, ერთ ოთახში, 47 წლის გვადისთან ერთად ცხოვრობს. ქმარი მძიმე ინსულტის შედეგად, ამ ინტერვიუს ჩაწერამდე რვა დღით ადრე გარდაიცვალა.

აფხაზეთის ომის დროს გვადი ქართულ არმიაში მსახურობდა, წინა ხაზზე იბრძოდა. ომის შემდეგ გვადის ფსიქიკური დაავადება გამოუვლინდა. ახლა ყოველდღე იღებს მედიკამენტებს და სპეციალურ მკურნალობას საჭიროებს.

„ძალინ მძიმეა წარმოვიდგინო ჩემი ცხოვრება ქმრის გარეშე, ის იყო მთავარი მარჩენალი, დამხმარე და ჩვენი ოჯახის სიძლიერე. ცოცხალი რომ იყო, მეხმარებოდა, შეეძლო გაეკონტროლებინა გვადი, რომელსაც მამის დიდი რიდი ჰქონდა და უჯერებდა მას. ახლა ძალინ შეშინებული ვარ, გვადის ხშირად მთელი ღამის განმავლობაში არ სძინავს და მისი კონტროლი მე აღარ შემიძლია”.

როგორც ქვარცხავა ამბობს, აფხაზეთის ომმა მისი ოჯახის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. მისი პირველი ვაჟიც ქართულ არმიაში მსახურობდა. 1993 წელს ომში დაიღუპა. აფხაზეთიდან გამოდევნის შემდეგ, ოჯახმა ბათუმში ნათესავებს შეაფარა თავი. მოგვიანებით, 1993 წელს თბილისში დასახლდნენ. ნათელა ქვარცხავა იხსენებს, რომ მთელი ცხოვრება აფხაზებთან მუშაობდა და მეგობრობდა. „ჩვენ არ გვსურდა ომი, რა თქმა უნდა არც აფხაზებს. არავის სურდა ეს ტრაგედია. აფხაზები სასურველი სტუმრები იყვნენ ჩემს ოჯახში, მხოლოდ რუსეთი და მისი ძალაა დამნაშავე ამ ომში“.

შენობაში სადაც ნათელა ქვარცხავა აფხაზეთიდან დევნილებთან ერთად ცხოვრობს არ არის გაზი, მოუწესრიგებელია წყალსადენი სისტემა. დევნილებს ეს შენობა სახელმწიფომ 2013 წელს დაუკანონა. „იძულებული ვიყავი ხელი მომეწერა დაკანონებაზე, რადგან წასავლელი არსად გვაქვს. ამბობენ რომ გაზის დამონტაჟება შეუძლებელია, მაგრამ არ ვიცი რატომ. სახელმწიფოდან მხოლოდ ის მინდა, რომ შეაკეთონ ეს შენობა, ოდნავ უკეთესად რომ შევძლოთ ცხოვრება“.

ქვარცხავა ამბობს, რომ გვადი განუწყვეტლივ ეწევა, ხშირად თავის თავს ესაუბრება, დარღვეული აქვს ძილი, მუდმივად გაღიზიანებულია. ასათიანის ქუჩაზე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ოთხჯერ იწვა, შემდეგ გლდანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმყოფებოდა, მუდამ ფხიზლად უნდა ვიყო რამე საშიში არ მოიმოქმედოს. მამის სიკვდილი მისთვის უზარმაზარი ტრავმაა“.

ოჯახის შემოსავალი ყოველთვიური პენსიაა. დედას 165 ლარი აქვს შვილი, ავადმყოფობის პენსიას -100 ლარს იღებს. „გვადის პენსია მთლიანად სიგარეტის ყიდვას სჭირდება, ჩემი პენსიით კი მხოლოდ წამლებს ვყიდულობ.“

მთავარი პრობლემა ნათელა ქვარცხავასთვის უმუშევრობაა. როგორც ამბობს რამდენჯერმე სცადა დამლაგებლის სამსახური მიეღო, თუმცა უშედეგოდ. სამსახური და ხელფასი გვადის მკურნალობისთვის და ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად სჭირდება.

 

  • 10261866_10201039348784524_1350235539_n
  • 1903396_10201039349064531_1005650870_n

Simple Image Gallery Extended

ნუნუ ღაციაშვილი

 

  • IMG_8378
  • IMG_8380
  • IMG_8386
  • IMG_8394
  • IMG_8398
  • IMG_8433

Simple Image Gallery Extended